სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     (რეზონანსი) პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ადგილობრივების სახალხო კრება მიმდინარეობს.

    ისინი დღეს სამომავლო გეგმებზე შეთანხმდებიან, რაც შეკრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

    "ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა დავანხოთ ერთობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდოდა ტერორისტებად შევერაცხეთ, მაგ ეს ხომ ასე არ არის. პანკისი ერთად დგას და თუ ვინმეს დაჭერას აპირებენ, მთელი პანკისი აქ ვართ. მოვიდნენ და გვკითხონ რაც აინტერესებთ, არც ერთ კითხვაზე უკან არ ვიხევთ. რაც დაზიანდა, თავად აანაზღაურონ კომპანიის მფლობელებმა. ვითომ მოსალაპარაკებლად რომ მოდიოდნენ, რამდენიმე ადამიანს ხვდებოდნენ და ერთმანეთში საუბროდნენ. რატომ მოსახლეობას არ გვკითხეს რას ვფიქრობდით. თვითონ აანაზღაურონ ის დამწვარი მანქანებიც და ტექნიკაც. ეს ამდენი ხალხი რა განუვითარებელია თუ ვერ გავიგებდით?" - განაცხადა ადგილობრივმა ზაურ ბაღაკაშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (24.04.2019)
    ბატონო ზაურ, ერთობის დანახვება თქვენ ქვების სროლისას უკვე შეძელით. ჯერ პასუხი აგეთ ჩემი პოლიციელი შვილის დაზიანების გამო, დამწვარი მანქანებისა და თავდალეწილი სამართალდამცავების გამო, დაასახელეთ ის პირი ან პირები , ვის პროვოკაციაზეც წამოეგეთ ქალები და კაცები, ვინ ჩაგაგონათ, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება პოლიცია და სპეცრაზმი შეიყვანოს იქ, სადაც ქვების მსროლელი ვაჟკაცებია თავმოყრილი.ყველა სახელმწიფო ძ ა ლ ა დ ო ბ ი ს სიმბოლოა. განათლებულ საზოგადოებას ეს არ ესწავლება. ძალადობა კი პანკისელებმა აქეთ განახორციელეთ იმ დღეს --ეს დასჯადი ქმედებაა--თქვენი ნებართვა ამას არ სჭირდება. ნუ აქეზებთ ხალხს, ა ჯ ა ნ ყ ე ბ ი ს საფუძველი ის უწყინარი ჰესი არ არის. ვინც გაქეზებთ და ამისკენ მოგიწოდებთ--იმას გაუჯიუტდით, წინააღმდეგობა მას გაუწიეთ, ჩააბარეთ პოლიციას, ან თქვენვე გ ა ე მ ი ჯ ნ ე თ. ტურისტების სეზონი იწყება და აურზაური გავნებთ.მოთავეები უნდა დაისაჯონ, შემსრულებლები კი საზოგადოებრივ სასარგებლო იძულებითი შრომით გამოისყიდიან ალბათ, თავის დანაშაულს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×