სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     (რეზონანსი) მარნეულში დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა "ქართული ოცნების" წევრს სცემა. ინციდენტი გუშინ მოხდა.

    გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდიდან მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ გუშინ ოლქიდან გამოვიდა, რა დროსაც "ნაციონალური მოძრაობიდან" დროებითი კომისიის წევრი ლაშა ქველაძე მიუახლოვდა და ცალკე საუბარი მოსთხოვა, ამის შემდეგ მას ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა.

    თაბუკაშვილის განცხადებით, თავდასხმის კონკრეტული მიზეზი ინციდენტის დროს არ თქმულა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მომხდარის გამო არავინ დაუკავებიათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×