სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     (რეზონანსი) "200 მლ MDMA ერთი დოზაც კი არ არის. ყოველ შემთხვევაში მე მაგაზე მეტი დოზები მიმიღია, როცა კი მიმიღია" - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველთან" მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

    ჯაფარიძეს არ ახსოვს შემთხვევა, რომ ადამიანი ჰეროინის შენახვის გამო დაეკავებინოთ და შემდეგ ორთვიან შიდა პატიმრობაზე არ გაეშვათ.

    „ეჭვები იმიტომ გვაქვს, რომ სამართალდამცავების ქცევა არ არის ნორმალური. შპრიცში ჩარჩენილი მეათასედი ნარკოტიკების გამო ადამიანები ციხეში სხედან წლების განმავლობაში. მე არ მახსენდება, რომ ვინმესთვის კოკაინი ეპოვოთ და იმწამსვე არ დაეჭირათ, ასევე წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდებინოთ. მათ ორი დღე დასჭირდათ მტკიცებულებების გაყალბებისთვის. ძალიან სასაცილო ოდენობაზეა საუბარი, ნახევარი გრამი კოკაინი არაფერი არ არის. 200 მლგ MDMA ერთი დოზაც კი არ არის. ყოველ შემთხვევაში მე მაგაზე მეტი დოზები მიმიღია, როცა კი მიმიღია" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სასამართლომ 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ექსპერტიზის დასკვნით, მისი ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკების ოდენობა შეადგენს 0,5655 გრამ კოკაინს და 0,1921 გრამ ექსტაზს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×