სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     (რეზონანსი) არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა, აღდგომა სულ სხვა რამეა, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გარდუსში" განაცხადა.

    მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობასა და დამახინჯებულ ხალხურ ტრადიციებზე ისაუბრა.

    „ხშირად როგორ არის იცით? წითელ კვერცხს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ და პასკის გამოცხობა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ჯვარცმის მსახურებას დაესწრონ, გაიაზრონ რა მსახურებაა დღეს. იმ საკითხავებს მოუსმინონ, რომელიც ტაძარში იკითხება. ეს არ არის სწორი, პირიქით იმ შინაარსს, რაც მართლა აღდგომაა ამ ყველაფერს აშორებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა იდება სააღდგომო სუფრაზე - იქნება ეს წითელი კვერცხი თუ პასკა. ეშმაკი ცდილობს, რომ ადამიანის ყურადღება ამაზე უფრო გადაიტანოს" - განაცხადა მამა შალვამ

    წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს და ხორციელი სიკვდილია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×