სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა   ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილესთან მიგრაციის საკითხებში, საიმონ მორდიუსთან შეხვედრა გამართა.

    მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და რეგიონში  არსებული უსაფრთხოების  გარემო მიმოიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს და სამომავლო გეგმებს.

    შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×