სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     ხადორი 3 ჰესთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში გადაწყვეტილება მიღებულია, ჰესი არ უნდა აშენდეს. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა პანკისიდან, სულხან ბორძიკაშვილმა სახალხო კრების დასრულების შემდეგ ტელეკომპანია "პირველს" განუცხადა.

    "ამ მომენტში წერტილდასმულია ხადორი 3-ის მშენებლობის თემა, საერთოდ ამის დაშვებაზე მოლაპარაკების გამართვა", - ამბობს ბორძიკაშვილი.

    "ხადორი 3"-ისგან გასხვავებით, სამყურისწყალზე დაგეგმილ ჰესზე ხეობაში მზადყოფნა არსებობს. 

    "ამაზე თავისუფლად შეიძლება მოლაპარაკება და ახლო მომავალში ამ ჰესის მშენებლობის დაწყება, 50-ჯერ უფრო დიდია "ხადორი 3"-ზე და ბევრად უფრო მომგებიანი რეგიონისთვისა და ინვეტსორისთვისაც", - განაცხადა ბორძიკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (25.04.2019)
    ღირსეულო და გამორჩეულო ადამიანებო - პანკიელებო. მუხლს ვიყრი თქვენს წინაშე!!!!!!. სამშობლოს სიყვარული, ვაჟკაცობა, უფროსებისადმი პატივისცემა, გაჭირვებაში ერთად დგომა თქვენგან უნდა გადაიღონ, ტვინგადაგლესილმა ქართველებმა, რომლებიც ბჟუტურის გარდა სხვა ვერაფერს ახერხებენ. უტვინოებისაგან სხვას რას უნდა გებულობდეთ, მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვა და ჩაწიხლვა. ხოდა იცხოვრეთ მაგ ნაგავში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×