სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.04.2019

     პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურებზე კულუარული ინფორმაციები ვრცელდება. აღნიშნულ თანამდებობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო კობახიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მოიაზრებიან.

    ნინო კობახიძემ ინფორმაცია უარყო, ხოლო ვასილ მაღლაფერიძემ “2020NEWS“ დასმულ კითხვებს, მიიღო შემოთავაზება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე და დათანმხდება თუ არა ამ შემოთავაზებას, მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: “რასაკვირველია!’’

    პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი კი ამბობს, რომ  ჯერჯერობით მისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის.

    „ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია ვისი კანდიდატურები განიხილება ადმინისტრაციის ხელძღვანელის თანამდებობაზე. კანონის თანახმად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია, მოვალეობა შეასრულოს პირველმა მოადგილემ. ჯერჯერობით არანაირი კანდიდატურა, ყოველ შემთხვევაში ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი იყოს, არ განიხილება“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×