სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.04.2019

    ნატოს აქტიურობის ზრდის გამო, რუსეთმა დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქები გააძლიერა.

    ამის შესახებ რუსეთის გენშატბის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა საერთაშორისო უსაფრთხოების მოსკოვის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

    „რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ჯარის განთავსების და ალიანსის ინიციატივის „4x30” –ის საპირწონედ, იძულებული ვართ ჯარის შემადგენლობა გავაძლიეროთ“,-აღნიშნა გერასიმოვმა და განმარტა, რომ რუსი სამხედროების რაოდენობა არ შეიცვლება.

    მისი თქმით, ნატო გაერთიანებული სამხედრო ძალების შესაძლებლობას ზრდის.

    „მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დიდი ხანია აღარ არსებობს, ძალთა ბალანსი ირღვევა, ევროპაში სამხედრო ინციდენტების რისკები იზრდება, მისი მოსახლეობა საფრთხის წინაშე დგება, ფორმირდება საფრთხის ტენედენცია არამხოლოდ რეგიონალური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის“.

    სამხრეთის სამხედრო ოლქი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონს მოიცავს. ის 2010 წელს ყოფილი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ნაცვლად ჩამოყალიბდა.

    სსო-ს უშუალო დაქვემდებარებაში და მის შემადგენლობაშია 58-ე და 49-ე საერთო-საჯარისო არმიები, შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია, საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 სარდლობა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×