სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.04.2019

     სოციალურ ქსელში მომხმარებლები ინფორმაციას აქვეყნებენ, რომ მე-3 დღეა გარეჯში ჩასულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ.

    პოსტის ავტორის თქმით აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ბილიკები ჩაჰყავთ თავიანთი სასაზღვრო ბაზისკენ და უდაბნოს მონასტერში ორივე ჩასასვლელს ბლოკავენ, ბილიკების მოსაწყობად კი კლდეში ნაკვეთი ტაძრებიდან და სენაკებიდან ჩამოცვენილ ქვებს იყენებენ.

    შეგახსენებთ, რომგარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. ამასთან, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. საქმე ისაა, რომ საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (25.04.2019)
    ეს გაბანძებუ ე.წ. ხელისუფლება, დარწმუნებულუ ვარ დავით-გარეჯსაც დაკარგავს. ამ უბადრუკ და სინდისგარეცხილებს მთელი საქართველო ფეხებზე ჰკიდიათ, მათთვის მთავარია შეინარჩუნონ სტატუს კვო. აბა ვირთხა ქოცებო, ეხლაც გამაკრიტიკეთ. გოქსაპულო, შენ დედა გყავს?????


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×