სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.04.2019

     გლობალური პანდემიის ახალი საფრთხე აფრიკული ღორის ცხელების სახით ვრცელდება. ეს მარტივად გადამდები ვირუსია, რომელიც ამ ეტაპზე არ იკურნება და დაინფიცირებული ღორების გადარჩენის მაჩვენებელი ნულს უტოლდება.

    კრიზისის ეპიცენტრი ამჟამად ჩინეთია - ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ღორის ხორცის ყველაზე დიდი მწარმოებელია. დედამიწაზე არსებული ღორების ნახევარზე მეტი, სწორედ ჩინეთში ჰყავთ.

    ღორის ამ ვირუსს ჩინეთი ვერ უმკლავდება და თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გავრცელებული. დაავადებამ თავი აგვისტოში იჩინა, თუმცა თვეების განმავლობაში, ჩინელები ირწმუნებოდნენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. ამჟამად კი ოფიციალური პეკინი გაფრთხილებას ავრცელებს, რომ 2019 წლის მეორე ნახევარში, ამ ვირუსის გამო, ღორის ხორცის ფასი 70%-ით გაიზრდება. დაავადების შედეგად კი მილიონობით პირუტყვის სიკვდილია მოსალოდნელი.

    ღორის ვირუსი, რომელიც ამჟამად ჩინეთში მძვინვარებს, ადამიანებზე არ გადადის და საზოგადოებრივი ჯამრთელობისთვის საფრთეს არ წარმოადგენს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×