რეზონანსი
25.04.2019

"ჩვენც წიწილებს 19 მაისს დავითვლით და ვნახავთ, რომ „ქართული ოცნებისთვის" შედეგი შთამბეჭდავი იქნება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობაც" და „ევროპული საქართველოც". აქედან გამომდინარე, ჩვენც წიწილებს 19 მაისს დავითვლით და ვნახავთ, რომ „ქართული ოცნებისთვის" შედეგი შთამბეჭდავი იქნება. ამ ყველაფერს 19 მაისის შემდეგ ყველა ერთად ვიხილავთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების განცხადებას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" „ევროპულ საქართველოსთან" შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვია - კობახიძე აცხადებს, რომ ეს მათი მხრიდან მსუბუქი გადაცდომაა. „მათი მხრიდან ეს იმდენად მსუბუქი გადაცდომაა, რომ ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. მათ ისეთი შეცდომები აქვთ დაშვებული ცხრა წლის განმავლობაში, რომ ასეთ შეცდომებზე არ დავწვრილმანდები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×