სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.04.2019

    გორი-ნი­ქო­ზის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, სო­ფელ შინ­დის­თან მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 5 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ხუ­თი­ვე მათ­გა­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნია.

    „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ამობ­რუნ­და და გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა ისე­თი ძა­ლით, რომ რკი­ნის ბოძი მოგ­ლი­ჯა. შემ­თხვე­ვის დროს ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა და ოთხმა მგზავ­რმა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

     და­შა­ვე­ბულ ახალ­გაზ­რდებს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბათ. ნა­წი­ლი კლი­ნი­კა „გორ­მედ­ში“, ნა­წი­ლი კი სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მი­იყ­ვა­ნეს. ერთ-ერთ ახალ­გაზ­რდას ოპე­რა­ცი­აც ჩა­უ­ტარ­და.

    "გორ­მე­დის" მიმ­ღე­ბი გან­ყო­ფი­ლე­ბის მო­რი­გე ქი­რურ­გის, გი­ორ­გი გი­ვი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კვლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ არც ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

    ახალ­გაზ­რდე­ბი სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან და ისი­ნი ფხვე­ნი­სი­დან შინ­დის­ში, ზო­ნა­ლურ სა­ფეხ­ბურ­თო შე­ჯიბ­რზე მი­დი­ოდ­ნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×