სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.04.2019

     აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, ქართულ მხარეს ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია აზრებაიჯანელ პარტნიორებთან და ამ დროისთვის საკითხი მოგვარებულია.

    „მე მქონდა საუბარი, ჩემს კოლეგასთან, მინისტრთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კოლეგებთან საუბარი. ეს სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას ეს პუნქტები, რომელიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი. მაგრამ ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, იყოს უფრო ინტენსიურად წარმართული. მოგეხსენებათ, პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო,” - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

    დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მონასტერი სამი დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×