სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.04.2019

     იმისთვის, რომ არ ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გააძლიერა. მიზანი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებაა. ასევე კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც გამკაცრდება.

    "შესაბამისი ნაბიჯები იდგმება, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით. გარკვეული ქვეყნების მხრიდან წუხილი იყო გამოთქმული თავშესაფრის მაძიებლების სტატისტიკის ზრდასთან დაკავშირებით და ჩვენი ქმედებებიც ადეკვატურია

    კონკრეტული ერთობლივი გეგმები დავგეგმეთ, რაც ჩვენი შემდგომი ნაბიჯებით იქნება განსაზღვრული როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. მომავალში ამაზე საუბარი აუცილებლად გვექნება. ვფიქრობ, ეს ის კონკრეტული ნაბიჯებია, რასაც შედეგად მოჰყვება, რომ ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლების ზრდის სტატისტიკა საგრძნობლად შემცირდება და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგება. კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც საკმაოდ გამკაცრდება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (26.04.2019)
    სამწუხაროდ სანამ ეკონომიკის და ხელფსების ზრდა არ იქნება ყოველთვის იქნება პრობლემა და ვიქნებიტ ბოშებივით მოხეტიალე ხალხი უკეტესის ძიებაში


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×