სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.04.2019

     თორნიკე მამალაძე აღდგომის შემდეგ დეკანოზის გათავისუფლების მოთხოვნით მრავალრიცხოვან აქციებს აანონსებს.

    „მე და ჩემი ოჯახი იმედგაცრუებული ვართ იმით რომ დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა მამა გიორგი. უნდა განვმარტო, რომ მთელი დიდმარხვის პერიოდში მე ვიმყოფებოდი კარავში და ჩემი სიჩუმის მიზეზი იყო ჩემი ძმის თხოვნა, რომ მარხვა სიმშვიდეში გამეტარებინა. დღეს სამების ტაძარში ჩატარდა დიდი ხუთშაბათის  ფეხბანვის  ცერემონიალი, რაც ქრისტიანული თავმდაბლობისა და ზრუნვის სიმბოლოა. თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საპატრიარქოს მხრიდან ამ ცერემონიალის ჩატარება არის დიდი ფარისევლობა, ვინაიდან ამ ადამიანებში ქრისტიანული მზრულველობის მისხალიც კი არ არსებობს.

    მამა გიორგი დღეს ციხეშია, ის საწოლზეა მიჯაჭვული და კიდურები პარალიზებული აქვს. მას არ ეწევა შესაბამისი მკურნალობა და დღითი დღე უახლოვდება სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს ყველა საშუალება ჰქონდა შეწეოდა საკუთარ მღვდელს, რათა პრეზიდენტის შეწყალების აქტი მასაც შეხებოდა და სამუდამოდ დასნეულებული მღვდელი აღდგომას სახლში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეხვედროდა, მათ არც კი გაახსენდათ უძლურებაში მყოფი სასულიერო პირი.

    რაც შეეხება ჩემს გეგმებს, აღდგომის შემდეგ გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებ პროტესტის გამოხატვას. უფრო მრავალრიცხოვანი აქციები იქნება. და რაც მთავარია, კარვებს ჩემი ოჯახის წევრები კიდევ სხვა ადგილებშიც გაშლიან", - წერს თორნიკე მამალაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×