სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.05.2019

     (რეზონანსი) მუშა, რომელიც გუშინ კოსტავას N75-ში მდებარე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ხარაჩოდან გადმოვარდა,  1969 წელს დაბადებული გიორგი მჭედლიძეა, რომელიც წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდან, სოფელ ღორაშედან იყო.

    ოჯახის ახლობლის თქმით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.

    „ფინანსურად უჭირდათ, ცხონებული წლების განმავლობაში სულ მშენებლობაზე მუშაობდა. მშობლები აღარ ჰყავს, ისინი სოფელში არიან დაკრძალულები. ჰყავს ორი ძმა, ერთ-ერთს მეტყველების პრობლემა აქვს. ძალიან დამენანა, მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ასე ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება...“ -აცხადებს ოჯახის ახლობელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×