სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.05.2019

     (რეზონანსი) ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის დროს. რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული, კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველაფერი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

    თბილისის მერის განმარტებით, ზუგდიდში, სადაც მერის შუალედური არჩევნები ტარდება, ხელისუფლება არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს.

    „ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. არჩევნებს რაც შეეხება, ზოგადად, უბრალოდ, ყოველთვის ერთნაირად ხდება, როდესაც არჩევნები არის, მაქსიმალურად ხდება ხოლმე რაღაც ვითარების დაძაბვა. შეიძლება ეს ხელოვნურადაც ხდებოდეს. მე, ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, რასაც ჩვენ აუციოლებლად ვუზრუნველყოფთ", - განაცხადა კალაძემ.

    ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის თანახმად, თითქოს ზუგდიდელი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზეა საუბარი, თბილისის მერი განმარტავს, რომ ეს არის აბსურდი.

    „მე ეს ყველაფერი აბსურდი მგონია. რა გატაცებაზეა საუბარი. კიდევ ეთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ყველანაირი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს - კადრებია, აუდიი-ჩანაწერია - არ ვიცი, არ მინახავს - შესაბამისი რეაგირება უნდა განხორციელდეს", - განაცხადა კალაძემ.

    ჟურნალისტის კითხვაზე, როდესაც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნიშნავს, თუ არა ეს ზუგდიდელების მოსყიდვას, კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია - რას ნიშნავს ზუგდიდელი ხალხის მოსყიდვა.

    „ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოსწონს პარტია „ქართული ოცნების" დემოკრატიის პოლიტიკა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიებში, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრების დროს . კანონით ეს დასჯადი არ არის, ამის უფლება ყველას აქვს და შესაბამისად, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი მთავრი ამოცანა რა არის?! ის რომ მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან ერთად შევძლოთ, არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს", - განაცხადა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×