სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნის გამო გაათავისუფლა.

    როგორც "2020NEWS"-თვის კულუარულად გახდა ცნობილი, ქობულიას გადაყენება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა. ბახტაძემ ქობულიას პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა მოსთხოვა, ქობულიამ წასვლაზე უარი თქვა.

    "ამ ამბავმა და ურჩი მინისტრის მოხსნის გაჭიანურებულმა პროცესმა ძალიან გააღიზიანა ოლიგარქი. მან ბახტაძეს დაურეკა და ქობულიას მოხსნა კატეგორიულად მოსთხოვა: რატომ არ ხსნი, წითელ პარასკევს ელოდები, დროზე მოაცილებ მინისტრთა კაბინეტს თუ ყველანი ერთად გაგყაროთო, - ჰკითხა ივანიშვილმა ბახტაძეს. ამ ზარის შემდეგ, ბახტაძემ ქობულია მოხსნა", - განუცხადა "2020NEWS"- ს ინფორმირებულმა წყარომ.

    შეგახსენებთ, ეკომინიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მინისტრობიდან 18 აპრილს გადააყენეს. დღეს ქობულიამ განაცხადა, რომ მისი გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნათი   (16.05.2019)
    საიდან იცით ვინ ვისზე რა თქვა? თქვა კი?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved