სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     (რეზონანსი) ეს გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის და ბავშვს შეაწმინდეს ხელები, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის, დ.ღ.ს მამამ, კახა ღლონტმა განაცხადა.

    "საერთოდ არ ველოდებოდი გამამტყუნებელ განაჩენს. ეს გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის და ბავშვს შეაწმინდეს ხელები. აბსოლუტურად ყველამ შეაწმინდა ხელი, სახელმწიფომ, პროკურატურამ, ყველამ. "გაპრავებულია" ეს საქმე, თურმე, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი გამოძიებულია და მარტო ეს ყოფილა ყველაფერში დამნაშავე. ესენი გვეუბნებიან, საქმე თქვენი შვილის გამო ვერ გამოვიძიეთო. იმას კი არ ამბობენ, გაყალბებულია ეს ჩვენებები და პროკურატურამ თავიდან ბოლომდე დაანგრია ეს ყველაფერიო. ამას არავინ ამბობს. თურმე, ჩემმა შვილმა, ბავშვმა აურია ყველას თავგზა და ჭეშმარიტება ვერ დადგა ამ საქმეზე - ამას გვეუბნებიან და ამას ხელი მოაწერა მოსამართლემ. ბავშვმა თქვა დღესაც, უდანაშაულო ვარ, თავიდან ბოლომდე ვთანამშრომლობ გამოძიებასთანო", - განაცხადა ღლონტმა.

    როგორც ის აცხადებს, აპირებს სასამართლო სხდომის ოქმები გაასაჯაროვოს, რათა საზოგადოება მისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნდეს.

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასჯელის დანიშვნის სხდომად 22 მაისი, 17:00 საათი განისაზღვრა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×