სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

    ქა­ლაქ ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში, კა­ლი­თე­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 29 წლის მო­ქა­ლა­ქე სა­ძი­ნე­ბელ­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს ნა­თე­სა­ვე­ბი წინა დღი­დან ეძებ­დნენ და რო­დე­საც არ გა­მოჩ­ნდა, დე­ი­და მის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ხე­ლოს­ნის დახ­მა­რე­ბით შე­ვი­და, სა­დაც ის გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

    სა­ბერ­ძნეთ­ში მოკ­ლუ­ლი 29 წლის ქალი წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლი ქეთი სუ­თი­ძეა. რო­გორც "ამბებს" გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ბერ­ძნეთ­ში წლე­ბის წინ წა­ვი­და. 

    "ქეთი ქუ­თა­ი­სი­დან წლე­ბის წინ წა­ვი­და. კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნე­ტით გა­ვი­გეთ და რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცელ­და მეტი არა­ფე­რი ვი­ცით", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი. ქეთი სუ­თი­ძეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

     არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლეა და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებს ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურთ. გარ­დაც­ვლილს ქუ­თა­ის­ში ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

    (ამბები)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×