სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.05.2019

     (რეზონანსი) სა­ბერ­ძნეთ­ში 29 წლის ქარ­თვე­ლი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, 32 წლის შალ­ვა ქა­თა­მა­ძე უკვე და­აკ­ვა. ქეთი სუ­თი­ძე სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 15 მა­ისს იპო­ვეს. მას ყელ­ზე ნაჭ­დე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ქამ­რით არის გა­გუ­დუ­ლი, ნივთმტკი­ცე­ბა სა­წო­ლის ქვეშ იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას ძებ­ნა ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყეს. მას ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და. AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის დის ოჯახს და­უ­კავ­შირ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა ქა­თა­მა­ძე გუ­შინ სა­ბერ­ძნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე ჰყავ­დათ.

    "ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს ელო­დე­ბი­ან. ადრე არ ჰყვე­ბო­და, არა­ვინ იცო­და რა ხდე­ბო­და ოჯახ­ში და ვე­რა­ვინ ატყობ­და. ამ ბოლო დროს გვიყ­ვე­ბო­და, ქორ­წი­ლის წინა დღე­საც უცე­მია, 7 თვის ფეხ­მძი­მე იყო, მა­ში­ნაც მაგ­რად უცე­მია. მის ტყუ­პის ცალს არა­ფერს უმ­ხელ­და, სა­ნამ გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა არ შე­ექ­მნა. უკან ვერ გაბ­რუნ­და ბავ­შვე­ბის გა­რე­შე. სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია მათ და­ტო­ვე­ბა­სო და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა. მულ­მა წიხ­ლი და­არ­ტყა, სუ­რა­თიც გვაქვს, რო­გორ აქვს თვა­ლი და­ლურ­ჯე­ბუ­ლი, დევს ეს საქ­მე პო­ლი­ცი­ა­ში... მე ვთხო­ვე, რომ სა­ჩი­ვა­რი შე­ე­ტა­ნა. ერთი წლის და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მა­ინც ცე­მა­ში ჰყავ­და. უვარ­დე­ბო­და სახ­ლში, ქუ­ჩა­შიც ხვდე­ბო­და და შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხით გა­მო­დი­ო­და, ადას­ტუ­რე­ბენ ბერ­ძნე­ბიც" -აცხა­დებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ქეთი სუ­თი­ძის დის დე­დამ­თი­ლი.მისი თქმით, ბავ­შვე­ბი მა­მის თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მოჰ­ყავ­და, ამი­ტომ წა­მოს­ვლას ვერც ქეთი ახერ­ხებ­და. ამ­ჟა­მად ოჯა­ხი აპი­რებს, ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნოს და მე­ურ­ვე­ო­ბა მათ მი­ი­ღონ.

    ქეთი სუ­თი­ძე­ზე რომ მე­უღ­ლე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და, ამას გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. მათი თქმით, ქეთი სუ­თი­ძე შე­უ­რა­ცხყო­ფას ბავ­შვე­ბის გამო ით­მენ­და.

    (ამბები.ჯი)

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×