სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2019

     იმის მიუხედავად, რომ ნაციონალური მოძრაობა საჯაროდ ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს და პარტიის ლიდერები ხმამაღლა აცხადებენ, ასეთი ძლიერები არასოდეს ვყოფილვართო, გუნდში რღვევა მიდის. ზუსტად ისეთი, როგორიც «ოცნებაში», ანუ გუნდიდან მიდიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა პრონციპებს ღალატობს.

    მას შემდეგ, რაც «ვლასტი» პრაქტიკულად კობა ნაყოფიას ჩაუვარდა ხელში (როგორც პარტიისა და ტელევიზიის მთავარ დამფინანსებელს), შიდა გადაადგილებები აქტიურად დაიწყო. ეს ვერ აიტანა ნიკა მელიამ, რომელიც ოფიციალურად პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, მაგრამ არაოფიციალურად, პოლიტსაბჭოს სწორედ ნაყოფია მართავს სააკაშვილის ხელით. შედეგად, ის გავლენა, რომელიც მელიას ჰქონდა, საპნის ბუშტივით გასკდა და ამან ნაციონალების ახალგაზრდული ფრთა გაანაწყენა. დაზუსტებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრმა უკვე დაწერა განცხადება არამარტო პოლიტსაბჭოდან, არამედ პარტიიდან გასვლის შესახებაც, თუმცა ნაციონალები ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავენ. როგორც გვითხრეს, აჯანყებულთა შორის ორი ქალბატონია - ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სამირა ისმაილოვა და ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ანა წითლიძე.

    «ისმაილოვამ ბოლნისში ცარიელ ადგილზე შექმნა პარტია და სერიოზული კონკურენციაც გაუწია საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატს. მისგან ამას არავინ ელოდა და ეს იმდენად საოცარი შედეგი იყო, რომ ქალბატონი სამირა სააკაშვილმა და სანდრამ პირადად მიიწვიეს ჰოლანდიაში, უმასპინძლეს და მის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიიღებს. სწორედ ცოლ-ქმრისგან ჰქონდა ისმაილოვას ნდობის მანდატი და მას პარტიის ახალგაზრდული ფრთა ახლებურ თარგზე უნდა მოეჭრა, მაგრამ მას დიდი შეცდომა მოუვიდა, როცა ნიკა მელიასთან დაიწყო მეგობრობა და თავისი გეგმების შესახებ პირველ რიგში სწორედ მას უყვებოდა. ისმაილოვამ მოახერხა იმდენი, რომ სანდრა რულოვსის წიგნის პრეზენტაციის ორგანიზება ლამის საქართველოს მასშტაბით მოახდინა და მას 2020 წელს სიის ათეულშიც დაპირდნენ ადგილს, თუმცა შემდეგ ყველაფერი აირია. ძველმა გვარდიამ ისმაილოვა სააკაშვილთან დაასმინა, მელიას დაკრულზე ცეკვავსო და მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო წითლიძესთან მიმართებაშიც, თუმცა ანა უშუალოდ ქალბატონ სანდრას დაეჯახა. წითლიძე იყო ის, ვინც პრაქტიკულად მთელი ზუგდიდი ააჯანყა, ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა და პრეტენზია ჰქონდა, რომ სამეგრელოში სწორედ ის უნდა ყოფილიყო პირველი ვიოლინო, თუმცა მურთაზ ზოდელავამ ეს არ დაანება და ისე მოახერხა, რომ რულოვსმა ერთ-ერთი საჯარო შეხვედრის დროს წითლიძე ხალხში გააკრიტიკა. ამით მის პოლიტიკურ კარიერასაც წერტილი დაესვა და არჩევნების შემდეგ, მას ზუგდიდის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტსაც ჩამოართმევენ», - გვეუბნება ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი.

    შესაძლოა, ეს ორი ქალბატონი ისე აქტიურად არ ჩანდა ტელევიზიით, მაგრამ შავ სამუშაოს, რაც ახალგაზრდების მობილიზებასა და აგიტაციაში გამოიხატებოდა, სწორედ ისინი ასრულებდნენ. ამ დროს კი, 2020 წლის მოახლოებასთან ერთად, ძველმა სახეებმა გაიღვიძეს და საპარლამენტო სიის მინიმუმ 15-ეულში ითხოვენ ადგილს. აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ლევან ბეჟაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კობა ხაბაზი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით კირკიტაძე (რომელიც სიაში აუცილებლად უნდა ჩასვან და ციხიდან ამ გზით გამოიყვანონ), ბესო გაზდელიანი, კახა გეწაძე და სხვები ამბობენ, რომ ჩრდილი ყოფნა მობეზრდათ და სურვილი აქვთ, კვლავ პარლამენტში დაბრუნდნენ.

    ოპოზიციას ყველაფერთან ერთად, ფინანსური კრიზისიც უდგას. როგორც გვითხრეს, გამსვლელ სიაში ყოფნის მსურველებს გასაგებად აუხსნეს, რომ მინიმუმ 200 ათასის მობილიზება მოუწევთ, რაც ბევრისთვის (იგივე ისმაილოვა-წითლიძის დუეტისთვის) ძალიან დიდი თანხაა. სამაგიეროდ, ჯიბის ფულია ნაყოფიასთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სიაში მოხვედრა სურთ, ანუ განახლებული ნაციონალური მოძრაობიდან რეალურად არაფერიც არ დარჩება და 2020 წელს პარლამენტში ის ხალხი შეეცდებიან შესვლას, ვისაც 2012 წელს უარი გასაგებად უთხრეს.

    (ალია)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნათი   (19.05.2019)
    ნიკა ჭკუას მაინც ვერ ისწავლის,ისეა შეყვარბული თავის მბრძანებელზე,ადგილიც კი დაუთმო არჩევნებში მის სანდრას.უთავმოყვარე ხარ ნიკა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved