სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2019

     პარლამენტის ვიცე-სპიკერს ილია ნაკაშიძეს აქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნების კანდიდატი ღირსეულ გამარჯვებას პირველსავე ტურში მოიპოვებს. მისი შეფასებით, ხულოში არჩევნები მშვიდად ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა.

    "მინდა გითხრათ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ღირსეულად მიმდინარეობდა. 5 საათის მონაცემებით, 50 პროცენტი ამომრჩეველთა აქტივობას გადავცდით. ჩვენი მონაცემებით ქართული ოცნების კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ღირსეულად იმარჯვებს. 5 საათისთვის 17 საჩივარი არის დაწერილი, ყველა პროცედურული ხასიათისაა და საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს", - განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved