სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2019

     „გირჩის“ ეგზიტპოლების მიხედვით მთაწმინდის ოლქში მეორე ტური ინიშნება. ამის შესახებ „გირჩის“ კანდიდატმა ჰერმან საბომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჰერმან საბოს თქმით, მან ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 15,86% მიიღო, მეორე ტურში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი შალვა შავგულიძე იბრძოლებენ.

    „ჩვენ, ჩვენს მოხალისეებთან ერთად ჩავატარეთ მცირე გამოკითხვა. გამოიკითნენ ის ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ საარჩევნო უბნებიდან და გვეუბნებოდნენ თუ ვის მისცეს ხმა. ჩვენი, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით „გირჩის“ კანდიდატმა აიღო 15,86%, მეორე ტურში გადასვლა კი ლადო კახაძემ და შალვა შავგულიძემ მოახერხეს. მათ ყველა შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებთ“ - განაცხადა ჰერმან საბომ

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×