სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2019

     "ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განუცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ.

    "დიდი მადლობა მარნეულელებს, მარნეულელების დიდი მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება. ძალიან დიდი პროცენტით გავიმარჯვეთ, ზოგიერთ უბნებში ასი პროცენტით გავიმარჯვეთ", - განაცხადა დარგალმა.

    (აიპიენი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved