სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დათვლილია, ყველა, 107-ვე საარჩევნო უბანი. მმართველი პარტიის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54.18 პროცენტით (30 470) გაიმარჯვა. ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, ნაცმოძრაობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.84 პროცენტი (24 095) აქვს. ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.88 პროცენტი შეადგინა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დათვლილია ყველა, 31-ვე საარჩევნო უბანი. აღნიშნული უბნების მონაცემების თანახმად, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

    მმართველი გუნდის კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმათა 41 პროცენტი (6036 ხმა) მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.83 პროცენტი (5422).

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved