რეზონანსი
20.05.2019

 ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიასა პოზიციამ "რუსთავი 2"-ის  დირექტორი ნიკა გვარამია გააღიზიანა. მელიას თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წინდაუხედავ განცხადებას აკეთებს.

„არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუება, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება… ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს“, –  განაცხადა მელიამ.

როგორც ჩანს, გადაცემის წამყვანი ნიკა გვარამია ნიკა მელიას ამ პოზიციას არ ელოდა და რესპონდენტს მიმართა: "კი, მაგრამ ვის ეჩხუბებით? ეს თქვენი შიდა საკითხი უკვე გადაიქცა მდარე მსჯელობის საგნად, ეს თქვენი არჩევანია, ჩვენს ეთერში მოხვდა ეს", - უპასუხა გვარამიამ.

(მარშალპრესი)

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×