სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია არჩევნების შედეგებს ეხმიანება და შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

    "2012 წლის შემდეგ, 2019 წლის შუალედური არჩევნები პირველად ჩატარდა კოჰაბიტირებულების და პორტირებულების ხელმძღვანელობის გარეშე! ეს იყო წმინდა პოლიტიკური დაპირისპირება, ყოველგვარი კულუარული მოლაპარაკებების და ნაცქოცური გარიგებების გარეშე!

    ზუგდიდი და ზუგდიდელები, რომლებმაც ყველაზე მწარედ იწვნიეს ნაციონალური რეჟიმის სისხლიანი მართვის სიმძიმე, 7 წლის განმავლობაში ხედავდნენ შექმნილ არასანდო რეალობას და შესაბამისად, ნდობის ფაქტორიც საკმაოდ დაბალი იყო. სამაგიეროდ, მაღალი იყო ნიჰილიზმი, უნდობლობა და გარკვეულწილად, აგრესიაც ხელისუფლების მიმართ.

    დღეს, როდესაც საარჩევნო შტაბიც და წინასაარჩევნო აქტივიც გაიწმინდა ჩანერგილებისგან, შედეგიც შეასბამისი დადგა!

    ამ არჩევნებზე ერთად იდგა ირაკლი ჩიქოვანი, კახა მიქაია, მერაბ ქვარაია, მაიზერ ნანავა (მაპატიეთ, ყველას ვერ ჩამოვთვლი)... ერთად იდგნენ ახალაიების ჭიშკართან, გვარამიას უსინდისობის წინაშე, სანდრას ტყუილების პასუხის გასაცემად... სწორედ ამან გააჩინა მოსახლეობაში განცდა, რომ ნაცთა თარეში დასრულებულია სამეგრელოში!

    2020 წლის არჩევნებამდე 17 თვეა დარჩენილი...“ - წერს ხოფერია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (20.05.2019)
    ჭეშმარიტად კაპუტ! აწ და მარადის!

    მარი   (20.05.2019)
    ვაი რომ საქართველო დასრილებულია შენისთანა უნამუსო ადამიანების არსებობით

    sos!   (20.05.2019)
    გიტლერ კაპუტ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved