სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ოძეკი ტაკაკეიშოს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქემ ბრძოლაზე უარი ტრავმის გამო განაცხადა და ტოჩინმოშინს მოგება ჩაეთვალა. ტაკაკეიშოს მიმდინარე ბაშოზე ერთი ბრძოლა უკვე გამოტოვებული ჰქონდა და გუშინ დაბრუნდა დოჰიოზე, თუმცა დამარცხდა და დღეს ისევ მიზანშეუწონლად ჩათვალა ასპარეზობის გაგრძელება.

    ამრიგად, ტოჩინოშინის ბალანსი 8:1 გახდა და ქართველი მიმდინარე ბაშოზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად რჩება. ხვალ ლევანის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება.

    დღესვე, კიდევ ერთმა ქართველმა სუმოისტმა გაგამარუმ (თემურაზ ჯუღელი) ჯურიო დივიზიონის მეოთხე ნომერი აძუმარიუ იორიკირით დაამარცხა და ბალანსი გაიმუჯობესა – 6:3.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved