სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი.

    მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

    „21 მაისს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, და 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.

    თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved