სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.

    რულოვსის თქმით, ყველას აქვს არჩევანი და ყველა გააკეთებს არჩევანს.

    „მე არ მინახავს ნიკა მელიას განცხადება, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა. ყველას აქვს თავის არჩევანი და ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

    ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ნიკა მელია მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში და ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, ამაზე სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ისიც არის ამავე პოლიტსაბჭოს წევრი.

    „პოლიტიკური პარტია არის ინსტრუმენტი ხალხის ხელში. მთავარია, ხალხში არის შეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი არ უნდა იყოს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

    „ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მელიამ არ დააკონკრეტა ვის გულისხმობს აღნიშნულ განცხადებაში, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ნათი   (20.05.2019)
    შენი მნიშვნელოვანი საქმეები შენი ოჯახის გვერდზე ყოფნაა და მათზე სამსახური,თუმცა რამ მოგცა შენ ოჯახი?

    გალელი   (20.05.2019)
    რას ნიშნავს "დავიბრუნო ქვეყანა"-შენ ვინა ხარ?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×