სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს შორის დღეს დაპირისპირება მოხდა.

    ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

    ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია მომხდარზე უცნობია.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდები მეზობლებმა გააშველეს.

    „რა მოხდა და როგორც ხდება ამ დამპალ სკოლაში ის მოხდა. დამამთავრებელი კლასია. იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა. სავსე იყო, ნემსის ყუნწი არ ვარდებოდა იმისთანა ცემა-ტყეპა და უბედურება იყო. არ შეიძლება. ყოველ დღე ერთი და იგივე. პოლიცია სადაც იყო? პოლიცია ახლა მოვიდა რომ გამოვიძახეთ," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

    თვითმხილველები აცხადებენ, რომ ჩხუბში მონაწილე ბიჭებს ეცვათ თეთრი პერანგები წარწერებით, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.

    უცნობია დაშავდნენ თუ არა მოზარდები დაპირისპირების დროს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved