სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) 19 მა­ისს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქალი თა­მარ ნე­ფა­რი­ძე იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ტრენ­ტო­ში, ტბა­ში გა­ყი­ნუ­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ 40 წელი შე­უს­რულ­და. ქალი სწო­რედ სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და და მას ახ­ლობ­ლე­ბი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

    რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. "ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რი ვიცი რა მოხ­და. დღეს მივფრი­ნავ იტა­ლი­ა­ში და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს გა­ვარ­კვევ" - გა­ნა­ცხა­და "AMBEBI.GE"- სთან გარ­დაც­ვლი­ლის შვილმა, ლაშა ჟორ­ჟო­ლი­ანმა.

    "შოკ­ში ვარ. რა ვთქვა არ ვიცი. ცუ­დად რომ იყო, ვი­ცო­დი. ხში­რად მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და. მე სხვა მხა­რეს ვარ იტა­ლი­ის და პი­რა­დად ვერ ვნა­ხუ­ლობ­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნით სულ ვკონ­ტაქ­ტობ­დით. ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ა­თო­ბით ვსა­უბ­რობ­დით, ბოლო დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით. სულ ვამ­შვი­დებ­დი, მაგ­რამ ვე­ღარ გა­უძ­ლო. წამ­ლებს იღებ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ არ მყოფ­ნის დოზა და უნდა გავ­ზარ­დოო, ვუ­თხა­რი რო­გორც ექი­მი გირ­ჩევს, ისე მო­ი­ქე­ცი-მეთ­ქი. აქ არ მკურ­ნა­ლო­ბენ კარ­გად ნევ­რო­პა­თო­ლო­გე­ბი და ვურ­ჩიე წა­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ ემ­კურ­ნა­ლა, ან ჩიყ­ვი გა­მო­ეკვლია, ჩიყვსაც ახა­სი­ა­თებს ემო­ცი­უ­რი სიმპტო­მე­ბი.

    ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ ჩა­ი­კე­ტა, ვწერ­დი და პა­სუხს არ მცემ­და, არა­ვის­თან არ უნ­დო­და სა­ერ­თოდ კონ­ტაქ­ტი. სამი დღის წინ ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღე, მი­ვუ­ლო­ცე და პა­სუ­ხიც კი არ გამ­ცა. მის­მა ემიგ­რან­ტო­ბამ გა­ა­ნად­გუ­რა, ამას ჯავ­რობ­და მხო­ლოდ, თვი­თო­ნაც ვერ მიხ­ვდა, რო­გორ და­ნევ­როზ­და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო მი­წა­ზე... სხვა სა­დარ­დე­ბე­ლი მა­გას არ ჰქონ­და. ისე­თი კარ­გი ოჯა­ხი­და­ნაა, მას და მის შვილს სა­ო­ცა­რი დედა-შვი­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ... ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი ჰყავს. მეც ემიგ­რან­ტი ვარ, ერ­თად ჩა­მო­ვე­დით 2014 წელს..." - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

    ნე­ფა­რი­ძე რუს­თა­ვი­დან იყო და 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ემიგ­რა­ცი­ა­ში. რო­დის ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ გარ­დაც­ვლილს სამ­შობ­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved