სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) თბილისის მერიამ კომპანია „ნილს", რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    ელოშვილის თქმით, კომპანიას ხელშეკრულება ხვალიდან შეუწყდება.

    მისივე ინფორმაციით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.

    არსებული ინფორმაციით, კომპანია „ნილს" ყადაღა ადევს, რის გამოც, ბაღების კვების პროდუქტებით მომსახურებას ვერ ახერხებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×