სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) მანდატურის სამსახურის იურისტი ეკატერინე მარხოშვილი 51 სკოლის ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სკოლის გარეთ მომხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაცია ცნობილია, თუმცა დეტალებია უცნობი.

    „სკოლის ტერიტორიაზე ასევე მის ეზოში არანაირი სახის ინციდენტს ადგილი არ ქონია. სკოლის გარეთ მომხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია, თუმცა დეტალები უცნობია. დაწყებულია გამოძიება თუმცა დაპირისპირების შედეგად ადგილი არ ქონია დაჭრას და არ ფიგურირებს ცივი იარაღი.

    გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონფლიქტში სავარაუდო მონაწილე მოსწავლეები არის ცნობილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენი ინფორმაციით დაზარალებულები არ არიან. სავარაუდოდ კონფლიქტში მეთორმეტე კლასელები მონაწილეობდნენ", - აცხადებს ეკატერინე მარხოშვილი.

    არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მეთორმეტეკლასელებს შორის მოხდა და დაპირისპირებაში მოზარდების რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა.

    მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved