რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) მოსკოვის სასამართლომ თბილისელი „კანონიერი ქურდის", რევაზ კახმაზოვის დაპატიმრების ბრძანება გამოსცა, თუმცა ცნობილია, რომ ამ ეტაპზე კახმაზოვი რუსეთის ტერიტორიაზე აღარ იმყოფება.

რუსი სამარტრალდამცავების ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სხვა სახელი და გვარით ალბანეთში გაემგზავრა, რომლის მოქალაქეობაც ცოტა ხნის წინ მიიღო.

რევაზ კახმაზოვს გამოძიება გამოძალვას და კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავება. საქმეში ათობით დაზარალებული ფიგურირებს.

44 წლის რევაზ კახმაზოვი წარმოშობით თბილისიდან გახლავთ. მას კრიმინალურ წრეებში „რეზო ლოტკინსკის" სახელით იცნობენ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×