სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) ახალქალაქის სოფელ კარწახში, ფერმის დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ და 32 სული მსხვილფეხა, რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს. ინფორმაციას ადგილობრივი რადიო NOR ავრცელებს.

    გამტაცებლები ფერმაში, ღამის 01:00 საათზე შეიჭრნენ. მოკლეს ძაღლი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის წევრს სარქის გასპარიანს და 32 სული მსხვილფეხა პირუტყვი თურქეთის საზღვრისკენ წაიყვანეს.

    გასპარიანის განცხადებით, მან მხოლოდ 3 თავდამსხმელი დაინახა, თუმცა, როგორც ამბობს, შესაძლოა ისინი მეტნი იყვნენ.

    მესაზღვრეებმა პირუტყვი საზღვრის გადაკვეთამდე დააბრუნეს, გამტაცებლებმა მიმალვა მოახერხეს.

    საქმეზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას, სხვისი ნივთის ძალის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×