სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

     (რეზონანსი) პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია დღეიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

    ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად.

    სკოლებში პირველკლასელთა დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

    IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე სკოლებში რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

    რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ 1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, 2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

    სკოლები წელს 57 ათასამდე პირველკლასელს მიიღებს, თუმცა, მხოლოდ საჯარო სკოლებში 59 ათასამდე ადგილია. რაც შეეხება აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, როგორც დღეს მინისტრის მოადგილემ განმარტა, შესაძლოა მშობლებს სკოლებში ამ დუკუმენტაციის მიტანაც მოუწიოთ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე მშობლებს აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, თუმცა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ამის საჭიროება დადგება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved