სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

     (რეზონანსი) ახალციხის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ, ავარიაში მოყვნენ.

    ბორჯომთან ერთმანეთს "მერსედესისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთში სკოლის მოსწავლეები ისხდნენ.

    "საჭესთან მე-11 კლასელი იჯდა. მეგობრები სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ და კურსდამთავრებულებს გაჰყვა ბორჯომში", - ამბობენ მოსწავლის ახლობლები.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა მხოლოდ ავტომობილები. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. სამართალდამრღვევი მძღოლის გამოვლენის შემდეგ, ის ადმნისტრაციულად დაჯარიმდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×