სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

     (რეზონანსი) მეორე დღეა მაშველები მტკვარზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. ინფორმაცია „პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სამაშველო სამსახურს მოქალაქემ მიმართა, რომელმაც იუსტიციის სახლის მიმდებარედ მტკვარში მამაკაცი შენიშნა, რომელიც დინებას მიჰყავდა და შველას ითხოვდა.

    უწყებაში განგვიმარტეს, რომ შეტყობინების საფუძველზე მტკვარზე უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიება, როგორც ქვეითად, ისე წყალზე სამაშველო ტექნიკით.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×