რეზონანსი
21.05.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გაუკეთეს.

„ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს!!!! ქართველ ექიმთან გავიარე კონსულტაცია რომელიც 28 წელია ნიუ-იორკში მუშაობს.

- ვინ გაგიკეთა ოპერაცია? - ნინო ... ( გვარს შეგნებულად არ ვწერ). მითხრეს რომ ნომერ მეორე ქირურგია ამ სფეროში.

- რა უცნაურია, არადა მანდ ყველა პირველობას იბრალებს ( გაეღიმა). აბსოლუტურად სხვა პრობლემა გაქვთ და სხვა ადგილას. ქირურგი საერთოდ არ გჭირდებათ.

ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი? საკუთარ თავს აღარ ვჩივი. მე უკვე ნაშველი მაქვს, მაგრამ ის ექიმი ნომერ მეორე როა საქართველოში ის მაფიქრებს. კიდევ ვის დააწვენს მძინარეს დანის ქვეშ და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის," - წერს მჭედლიშვილი.

რამდენიმე დღის წინ, მსგავს თემაზე, „პრაიმტაიმმა" ახალგაზრდა ტელეწამყვანზე დაწერა. ანა მამულაშვილის თქმით, საქართველოში ჩატარებული დასხივების შემდეგ, თავში 25 მეტასტაზი აღმოაჩნდა. ის მედიასაშუალებებს სთხოვს გააშუქონ, რომ საქართველოში, სამედიცინო სფეროში საგანგაშო მდგომარეობაა.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×