სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

     საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის და დაკავებული ფეხბურთელების შესახებ, საგანგებო განცხადება გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. ლევან კობიაშვილის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, უნდა დაისაჯოს. 

    "შესაძლოა, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე არ დაველოდები გამოძიების დასრულებას. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და ჩემი სურვილია, რომ დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ.

    არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ქმედებების გამო იყვნენ დასჯილები, მაგრამ დღესაც თამაშობენ. ეს არის სწორედ ამ კლუბების უპასუხისმგებლობა. ადამიანები, რომლებიც მსგავს საქციელში არიან შემჩნეულები, ისევ დააბრუნეს“, – განაცხადა კობიაშვილმა.

    დაისჯებიან თუ არა ფეხბურთელებთან კლუბებიც, ამაზე კობიაშვილმა ასეთი შემდეგი პასუხი გასცა:

    „მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის დასასრული. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, სადაც, შესაძლოა, სხვა ფეხბურთელების და კლუბების სახელებიც დასახელდეს. ვისაც ეს ეხება, ილოცონ, რომ მათი კლუბები და გვარები ამ სიაში არ მოხვდეს“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×