სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

     (რეზონანსი) ორენბურგის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ონიანის ესპანეთისთვის ექსტრადიციის საქმის განხილვა 8 ოქტომბრამდე გადადო. მის გადაცემას ესპანეთი ფულის გათეთრებაზე ბრალდების გამო მოითხოვს.

    სამეფოს პროკურატურა მისთვის 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას 50 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის გადადებას ითხოვს.

    60 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი 9 აპრილს რუსეთის „შავი დელფინის" კოლონიიდან სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა, თუმცა ესპანეთში მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნის გამო, იმავე დღეს დააკავეს და წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

    პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ რუსეთი ძალიან იშვიათად გადასცემს ესპანეთს ძებნილებს, მითუმეტეს ისეთებს, როგორიც „ტაროა".

    ონიანს რუსეთის მოქალაქეობა 2006 წელს მისცეს, როცა ის სწორედ ესპანეთიდან გაიქცა, რადგან მის დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა.

    რუსულ მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ონიანი ესპანეთის ნაცვლად საქართველოს გადასცენ, საიდანაც ის თურქეთში გადავა. ეს არის ქვეყანა, რომელშიც მისი კლანის წევრების დიდი ნაწილი იმყოფება

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (22.05.2019)
    რატომღაც მგონია, რომ 60 წლის ტარიელ ონიანი-- დიდ სამსახურს გაუწევს თავის სამშობლოს. გამოასწორებს იმ ქართველ ქურდებს, რომლებიც თავს გვჭრიან საზღვარგარეთ. ნეტავი გამართლდეს ჩემი წინათგრძნობა და ქ უ რ დ ი არავინ გახდეს, ტაროს რიდით!

    tatoo   (22.05.2019)
    ოო დიდი ფურული დატრიალდება რუსი პოლიციელბის ხელში თუ ტარო შეძლებს თავის დახსნას და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა..მაგრამ არის კიდევ ერთი მაგრამ..


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×