სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცს ფეხზე გველმა უკბინა. როგორც თავად ამბობს, მინდორში ყოფნისას გველი ვერ შენიშნა.

    „მინდორში გავედი. არაფერი დამინახავს, ალბათ ბალახებში იმალებოდა. ფეხზე რაღაც ვიგრძენი, როგორც კი მივხვდი რომ გველი იყო, მაშინვე ხელი ვტაცე და მოვიშორე“, - ამბობს დაზარალებული.

    ქვეწარმავლის კბენის შემდეგ ექიმისთვის არ მიუმართავს. პირველადი დახმარება საკუთარ თავს თავად აღმოუჩინა. ექიმს მხოლოდ მესამე დღეს მიაკითხა. ,,ექიმმა მითხრა, სანერვიულო არაფერიაო, აცრაც არ გამიკეთებია“, - ამბობს ახალგაზრდა კაცი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×