სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 16 წლის მარიამ შ-მ 7 თვის შვილი გაგუდ. ამის შემდეგ მან სახლიდან ოქრო მოიპარა და თბილისში გაიქცა.

    გარდაცვლილი ბავშვი ეტლში მამამ ნახა. არასრულწლოვანი დედა თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის გოგო დანაშაულს აღიარებს.

    ოჯახის ახლობლების განცხადებით, არასრულწლოვანი ამბობს, რომ საკუთარი შვილი ქმარზე და დედაზე შურისძიების მიზნით გაგუდა.

    „დილით გამთენიისას ექვსი საათი იქნებოდა ბავშვის მამამ გაიღვიძა ვერ იპოვა მისი ცოლი, მერე ბავშვი მოიკითხეს. მამა იპოვა, ეგონა რომ ეძინა, მერე აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი იყო, გარდაცვლილი კი არა მოკლული. გამოიძახეს პოლიცია და აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვი დედამ მოკლა. ტანსაცმელი გამოუცვლია, ოქროული აიღო და წავიდა. ამბობს,რომ ქმრის და საკუთარი დედის გამწარება უნდოდა. მიზეზი ვერ გაგვირკვევია", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

    ბრალდებულის მეუღლის ოჯახის ახლობლების თქმით, თავიდან უბედური შემთხვევა ეგონათ, ისიც კი იფიქრეს, რომ დედამ შვილის გარდაცვალების შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა. არასრულწლოვანის მეუღლის მამიდა კი ამბობს, რომ ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია იყო.

    "წაიღო ოქრო, დაულომბარდებია და როგორც ამბობენ, ის ღამე სასტუმროში გაუტარებია იმ ბიჭთან ერთად. 24 საათი მესიჯობდა, მესიჯებს შლიდა, მეუღლე ეუბნებოდა, წამოდი, ამოვყაროთ ვის ემესიჯებიო," - ამბობს ნონა დვალიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved