სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) გორში, 16 წლის არასრულწლოვანმა გ.დ-მ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაძარცვა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული გორში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან, ძარცვის გზით, სასტარტო პისტოლეტს და 10 ვაზნას დაეუფლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა მხილებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მოპოვებული იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

    მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved