სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აღა­ი­ან­ში, 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი ტრა­გე­დი­ით შეძ­რუ­ლე­ბი არი­ან. 16 წლის მ.შ, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლია და 20 წლის აღა­ი­ა­ნელ ბიჭ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

    მ.შ-ს ახ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, რომ გო­გო­ნა ბავ­შვს კარ­გად ექ­ცე­ო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც მე­უღ­ლეს­თან ჰქო­ნია კონ­ფლიქ­ტი:

    "არ ვი­ცით რა მოხ­და და ვერ ვი­ჯე­რებთ ამ ამ­ბავს! კარ­გი დედა იყო, მე­უღ­ლეს­თა­ნაც არ ჰქო­ნია პრობ­ლე­მა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის შე­სა­ხებ ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცო­დით, არც ეტყო­ბო­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი იყო.

    ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მა­მის­გან გა­ვი­გეთ. ის გო­გო­ნას ოჯახს და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლია და მე­უღ­ლეს ვერ ვპო­უ­ლო­ბო. მეტი არა­ფე­რი ვი­ცო­დით, დღეს გა­ვი­გეთ, რა­შიც ედე­ბა ბრა­ლი" - ამ­ბობს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ახ­ლო­ბე­ლი.

    კი­თხვა­ზე, რა­ტომ და­უშ­ვა ოჯახ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნის და­ო­ჯა­ხე­ბა და ხომ არ ჰქონ­და გო­გო­ნას კონ­ფლიქ­ტი სა­კუ­თარ ოჯახ­ში, დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებს და ამ­ბობს:

    "ოჯახ­მა არ იცო­და გა­თხო­ვე­ბას თუ აპი­რებ­და, რომ გა­ი­გეს შე­ე­გუვ­ნენ, და­ფეხ­მძიმ­და და ოჯა­ხი ბედ­ნი­ე­რი იყო. მე ვერ ვი­ტყვი ვე­რა­ფერს, რა­ტომ და­უშ­ვეს არას­რულ­წლოვ­ნის გა­თხო­ვე­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა. დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. მას პრობ­ლე­მე­ბი არც სა­კუ­თარ ოჯახ­თან ქო­ნია, შე­იძ­ლე­ბა იყო კა­მა­თი, რო­გორც ყვე­ლა მო­ზარდს აქვს, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­გია" - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის დედა ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved