სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) კასპის რაიონიშ სოფელ აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, ბრალი კი სავარაუდოდ, დღეს საღამოს წარედგინება.

    ადვოკატის ინფორმაციით, ბავშვის დედა, 16 წლის გოგო, ამ დროისთვის დროებითი დაკავების იზოლატორშია, მას რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა ადვოკატი დეტალებზე ვერ საუბრობს.

    "ყველანაირი სახის ექსპერტიზა ჩატარდება. აბსოლუტურად ყველანაირი სახის. ამ დროისთვის, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის არასრულწოვანი გოგონა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - აცხადებს ადვოკატი ქეთევან გაგოევი.

    სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი საკუთარ საწოლში მოკლული, მამამ იპოვა.

    პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბავშვის დედა, 16 წლის არასრულწლოვანი მ.შ. დააკავა.

    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved