სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) მამის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის გოგო იტალიელმა პროკურორებმა შიდა პატიმრობიდან გაათავისუფლეს.მათი დასკვნით, დებორა შაკვატორი ოჯახური ძალადობის ფაქტის დროს თავს იცავდა და მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია. ახალგაზრდას შესაძლოა ნაკლები სიმძიმის ბრალი წაუყენონ, კერძოდ, თავდაცვის დროს ძალის გადამეტებისთვის, თუმცა პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ საქმე შესაძლოა საერთოდ დაიხუროს.

    საუბარია 41 წლის მამის, ყოფილი მოკრივის, ლორენცო შაკვატორის სიკვდილზე. მისი მეუღლის მშობლების განმარტებით, იგი ცოლს 20 წლის განმავლობაში სცემდა და ქალიშვილზეც ძალადობდა. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის დროს, 19 წლის გოგომ მამას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირების ბოლოს, გოგონამ მამას სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა.

    19 წლის დებორამ დაჭრილი მამის გადარჩენა და სისხლდენის შეჩერება სცადა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

    შემთხვევა რომში მოხდა.

    დაიხურება თუ არა საქმე დებორა შაკვატორის წინააღმდეგ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაწყდება.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved