სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) პირველადი ინფორმაციით, იტალიაში ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

    როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ავტობუსში, რომელიც იტალიაში გზიდან გადავარდა, საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა.

    „იტალურმა მხარემ დაადსტურა, რომ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სიენა-ფლორენციის გზაზე მიმავალ ტურისტულ ავტობუსში. პირველადი ინფორმაციით, არც ერთ მათგანს სხეულის დაზიანება არ მიუღია", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

    ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს კონსული არკვევს თითოეული მათგანის მდგომარეობას არკვევს.

    იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე, 15 ადამიანი. „ბიბისის" ინფორმაციით, ავტობუსში რუსი და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იტალიაში ჩასული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. წინასწარი ცნობით, ავარიის დროს ავტობუსში სულ 60 მგზავრი იყო. იტალიაში რუსეთისა და სომხეთის საელჩოებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დაშავებულთა შორის მათი მოქალაქეებიც არიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×